მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთში 3000-მდე ექიმი სამსახურიდან დაითხოვეს

საფრანგეთში 3000-მდე ექიმი სამსახურიდან დაითხოვეს

საფრანგეთში სამედიცინო სფეროს დაახლობით 3000-ამდე მუშაკი სამსახურიდან დაითხოვეს, რადგან მათ უარი განაცხადეს, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაეკეთებინათ. სავალდებულო აცრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ოთხშაბათს შევიდა ძალაში. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ამ გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, ზოგიერთი მუშაკისთვის მოულოდნელი იყო, როდესაც სამსახურიდან გათავისუფლების  შესახებ მიიღეს შეტყობინება.

ერთ-ერთი საავადმყოფოს ადმინისტრაციის თანამშრომელი მელანი პელიცია ამბობს, რომ იგი სამსახურიდან დაითხოვეს. მისი თქმით, დღეიდან მას სამედიცინო სფეროში არანაირი უფლება აღარ გააჩნია, მას  მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევა აქვს.

მთავრობაში არ საუბრობენ იმ პრობლემაზე, რომელიც ჯანდაცვის სექტორში  სამსახურიდან გათავისუფლებულთა დიდი რაოდენობის გამო შეიძლება წარმოიშვას. თუმცა ზოგიერთ საავადმყოფოში უკვე იძულებული გახდნენ, სწრაფად მიეღოთ შესაბამისი ზომები.

საფრანგეთში ჯანდაცვის სფეროს იმ მუშაკების რაოდენობა, რომლებიც სამსახურიდან დაითხოვეს, ევროპაში ყველაზე მაღალია. მაგალითად, იტალიაში, სადაც მთავრობამ კიდევ უფრო მკაცრი ზომები მიიღო და როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის ე.წ. „მწვანე საშვი“ შემოიღო, მხოლოდ 728 ექიმს შეუჩერდა უფლებამოსილება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend