მთავარიმსოფლიოკუბაზე 2-დან 10 წლამდე ბავშვების აცრა დაიწყეს

კუბაზე 2-დან 10 წლამდე ბავშვების აცრა დაიწყეს

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა  სამსახურმა ინგლისსა და უელსში ხუთშაბათიდან ე.წ. „ბუსტერ დოზების“ გაკეთება დაიწყო.

კამპანიის მიზანია, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, აცრან  50 წელს გადაცილებული ადამიანები, წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის მუშაკები  და 16-დან 49 წლამდე ასაკის დაუცველი პირები.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ამ დროისათვის მოსახლეობის 66%-ია სრულად აცრილი.

იტალიაში ახალი განკარგულების მიხედვით, რომელიც მარიო დრაგის მთავრობამ  გუშინ, 16 სექტემბერს გამოსცა, საჯარო და კერძო სამსახურში დასაქმებულებს ე.წ. „მწვანე საშვის“ წარდგენა მოეთხოვებათ.

იტალიაში ახალი განკარგულების მიხედვით, რომელიც მარიო დრაგის მთავრობამ  გუშინ გამოსცა, 15 ოქტომბრიდან საჯარო და კერძო სამსახურში დასაქმებულებს ე.წ. მწვანე საშვის წარდგენა მოეთხოვებათ.

იტალია პირველი  ევროპული ქვეყანაა, რომელშიც სამუშაო ადგილზე ვაქცინაციისა თუ გადატანილი კოვიდის დამადასტურებელი საბუთის ან ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა ხდება სავალდებულო. განკარგულება ყველა სფეროს მუშაკს ეხება.

კუბაზე კი ადგილობრივი წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 2-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვების აცრა გადაწყვიტეს. კუბა პირველი ქვეყანაა, რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვების იმუნიზაცია დაიწყო.

ადგილობრივი ჯანდაცვის სპეციალისტები აცხადებენ, რომ დელტა ვარიანტის გავრცელების შედეგად მთელ ქვეყანაში გაიზარდა ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა.

ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, კუბაზე ჯამში კორონავირუსის 776 125 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაცვლილია 6601 ადამიანი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend