მთავარი გადაცემები სინემა „ჩვენზე მეტი“ - დოკუმენტური ფილმი ადასტურებს, რომ სიმართლისთვის ნებისმიერ ასაკში უნდა იბრძოლო

„ჩვენზე მეტი“ – დოკუმენტური ფილმი ადასტურებს, რომ სიმართლისთვის ნებისმიერ ასაკში უნდა იბრძოლო

დოკუმენტური ფილმის „ჩვენზე მეტი“ პირველი ჩვენება კანის ბოლო კინოფესტივალზე შედგა, სადაც „კლიმატის შესახებ კინოს“ რჩეულში შეიყვანეს. ახლახან ლიონში, ლუმიერების ინსტიტუტში ფილმის წინასწარი ჩვენება მოეწყო. ფილმი მწერალმა და ჟურნალისტმა  ფლორ ვასერმა გადაიღო, სცენარიც მისია, პროდიუსერობა კი მარიონ კოტიარმა გაუწია, რომელიც დიდი ხანია გარემოს დაცვითა და სოციალური საკითხებით არის დაინტერესებული.

ფილმი  „ჩვენზე მეტი“   მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შვიდი ახალგაზრდა კაცისა და და ქალის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ისინი, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან…

ეს ყველაზე დიდი საფიქრალია კოტიარისთვის, რომელმაც „ევრონიუსს“ გაუმხილა, თუ რატომ დაუჭირა მხარი ფილმს.

მარიონ კოტიარი, მსახიობი:

„ყოველთვის მაინტერესებდა, თუ რა გავლენას ვახდენთ მომავალ თაობებზე და ზოგადად რა არის მომავლის თაობა. შეგვიძლია თუ არა, რომ ჩვენი თავი 100 ან 1000 წლის შემდეგ დავინახოთ და რამდენად შეუშლის ჩვენი ახლანდელი საქციელი ხელს მათ ცხოვრებას ასეთ შორეულ მომავალში?“

ფლორ ვასერს აქტიურობისა და დოკუმენტური ფილმების გადაღების ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. მან ფილმი ედვარდ სნოუდენზეც კი გადაიღო. მაგრამ ამჯერად ფილმის შექმნა საკუთარმა ვაჟმა და გოგონა მელატიმ შთააგონეს. მელატი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც თავის მშობლიურ კუნძულ ბალის სანაპიროს პლასტმასის პარკების დაბინძურებისაგან იცავდა.

ფლორ ვასერი, ფილმის რეჟისორი:

„ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული ზრდასრული აქტივისტებით, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, თუ რას ნიშნავს ეს ბავშვებისთვის და მათი თაობისთვის. ამიტომ ჩემი პირველი მოტივაცია იყო, ამაზე პასუხი მეპოვა ჩემი ვაჟისგან, შედეგად, 24 საათში ვიპოვე მელატიც Melati, რომელიც 2016 წელს გავიცანი. როდესაც ის 16 წლის იყო, უკვე 4 წლის აქტივისტობის გამოცდილება ჰქონდა, გადაკითხული ჰქონდა წიგნები, გადაღლილი იყო შრომით, ფაქტობრივად, გადამწვარი იყო. და მე საკუთარ თავს ვუთხარი, რომ თუ ეს გოგონა ამას უძლებს, იგი თავის მსაგავს ხალხს უნდა დაუკავშირდეს.“

მელატი ფილმში მთხრობელისა და  პლანეტაზე მოგზაურობის დროს გიდის როლს ასრულებს.  ფილმში წარმოდგენილია ისეთი პრობლემები, როგორებიცაა პატრიარქატი, კაპიტალიზმი და თეთრკანიანთა უპირატესობა.

თუმცა ნაჩვენებია ისიც, რომ ახალგაზრდების ინიციატივები განცალკევებით არ დგას. ამ მხრივ მთელი თაობა ერთსულოვანია.

რეჟისორი აღნიშნავს, რომ ხშირად ქალები იჩენენ ინიციატივას.

ფლორ ვასერი, ფილმის რეჟისორი:

„არ მიფიქრია ქალზე ან კაცზე, მე ვფიქრობდი, ვის ჰყოფნის გაბედულება, მონაწილეობა მიიღოს მოძრაობაში, რომელიც მიმდინარეობს ეკოლოგიის, გოგონათა განათლების და, რასაკვირველია, გამოხატვის თავისუფლების საკითხების ირგვლივ. ამ ფრონტის წინა ხაზზე ბევრი ქალი დგას.“

ფლორ ვასერსა და მარიონ კოტიარს შორის გარკვეული ურთიერთნდობა გაჩნდა. თუმცა მსახიობი კოტიარი ქალსა და მამაკაცს შორის დაპირისპირების საკითხზე კი არ ღელავს, არამედ ლეგიტიმური ბრძოლის აღიარებაზე…

მარიონ კოტიარი, მსახიობი:

„ისიც ქალია და მეც, ამიტომ ცხადია, ერთმანეთის გვესმის. მაგრამ ჩვენ სუბორდინაციის ნაწილიც ვართ. ქალების დაქვემდებარებული მდგომარეობა მთელ მსოფლიოში ქალს აიძულებს ამის წინააღმდეგ აღდგეს და თავი დაიცვას, იბრძოლოს და სამართალი მოითხოვოს.“

ფლორ ვასერი, ფილმის რეჟისორი:

„ეს ტალღა ისეთი მარადიული იქნება, რომ ყველას წალეკავს.“

ფილმი „ჩვენზე მეტი“  ბრძოლასა და თავდადებაზეა და იგი მომავალ სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალს დახურავს. ფილმი ეკრანებზე ევროპაში შემოდგომაზე გამოვა.

ავტორი: ფრედ პონსარდი

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend