ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა, ინტერნეტელევიზია “Netflix”-ს სასამართლოში უჩივლა მის შესახებ ფაქტების დამახინჯების გამო. უფრო კონკრეტულად კი საქმე ეხება, სერიალი “ლაზიერის გამბიტის” ერთ-ერთ ეპიზოდში ნათქვამ მცდარ ცნობას იმის შესახებ, რომ ნონა გაფრინდაშვილი კაც მოჭადრაკეებს არასოდეს ხვდებოდა.
სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ “Netflix”-ის მიერ ნონა გაფრინდაშვილი, რუს მოჭადრაკედ არის წარმოჩენილი. ადვოკატები სარჩელით ნონა გაფრინდაშვილისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სულ მცირე 5 მილიონ დოლარს ითხოვენ.