გაერო-ს ბავშვთა ფონდმა დღეს, 16 სექტემბერს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ 6 ქვეყანაში დაახლოებით 77 მილიონი სტუდენტისათვის სკოლები ჯერ ისევ დახურულია. ანგარიშის თანახმად, ბანგლადეში, ფილიპინები და პანამა ამ ქვეყნებს შორის არიან.
ორგანიზაციის შეფასებით, პანდემიის პერიოდში მსოფლიოს 11 ქვეყნის 131 მილიონ სტუდენტს სწავლის პროცესის სამი მეოთხედი გაუცდათ.
„ეს არის ის კრიზისი, რომლის იგნორირების უფლებასაც არ მივცემთ მსოფლიოს. ჩვენი გაზავნილი ხმამაღალია, სკოლები ყველგან რაც შეიძლება მალე უნდა გაიხსნას“,- აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ჰენრიეტა ფორი.