დღეს ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენციიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებს ოთხი ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან. ოთხი ოქტომბრიდან დაიწყება სწავლა პირველკლასელთათვისაც. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში განათლების სპეციალისტმა, რევაზ აფხაზავამ ისაუბრა