მთავარი სპორტი "მანჩესტერ იუნაიტედი" "იანგ ბოისთან" დამარცხდა

“მანჩესტერ იუნაიტედი” “იანგ ბოისთან” დამარცხდა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედი” “იანგ ბოისთან” დამარცხდა. ანგარიში მეცამეტე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა და ინგლისურ კლუბში დაბრუნება 2 მატჩში 3 გოლით აღნიშნა.

35-ე წუთზე “წითელი ეშმაკების” მცველი, აარონ ვან ბისაკა გააძევეს, რითიც მასპინძლებმა ისარგებლეს და შეხვედრა შემოაბრუნეს.

66-ე წუთზე გოლი ნიკოლას მოუმი ნგამალეუმ გაიტანა, შვეიცარიული გუნდისთვის ისტორიულ შეხვედრაში კი გამარჯვების გოლი კი ჯორდან სიებატჩეუს ანგარიშზეა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend