მთავარიაზიაავღანეთიქალთა განათლება ავღანეთში

ქალთა განათლება ავღანეთში

ქაბულში მდებარე კერძო სკოლაში ყველა დღე ხმაურიანად იწყება.

იმ 600 მოწაფიდან, რომელიც სკოლაში სწავლობს, 8 წლის ტიბა განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. ავღანეთში შიშობენ, თუ როგორ იმოქმედებს “თალიბანის” მმართველობა განათლებაზე, განსაკუთრებით კი ქალთა განათლებაზე.

სკოლის თანამშრომლები აცხადებენ, რომ “თალიბანის” წარმომადგენლებმა მათ სამუშაოს ისლამური კანონის შესაბამისად შესრულება მოსთხოვეს.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის სწავლა გავამარტივოთ“, – ამბობს მასწავლებელი მეჯიმბურაჰამ ოლფატი.

უმაღლესი განათლების სამინისტროს შესასვლელში, ქალთა ჯგუფი, რომელთა უმეტესობასაც კაცი ნათესავი ახლავს თან, ცდილობენ გაიგონ, თუ რა ბედი ელის მათ სტუდენტურ მომავალს.

ჩვენ ეს კითხვა უმაღლესი განათლების მინისტრის პირველ მოადგილეს დავუსვით. ის ინტერვიუზე დაგვთანხმდა, თუმცა უარი გვითხრა თავისი სრული სახელი და გვარი გაემხილა და გვთხოვა, მისთვის პროფესორი ქამრანი გვეწოდებინა.

„ისლამური ემირატის პოლიტიკა გოგონებისა და ქალების მიმართ ნათელია. ყველას შეუძლია განათლება მიიღოს.ავღანეთს სჭირდება განათლებული თაობა. საგანმანათლებლო დაწესებულებები ქალებისთვის და გოგონებისთვის დახურული არ არის, თუმცა ჩვენ ველოდებით, რომ შეიქმნას გარკვეული გარემო, შემდეგ ყველა სკოლა და უნივერსიტეტი გაიხსნება გოგონებისა და ქალებისთვის“, – აცხადებს უმაღლესი განათლების მინისტრის მოადგილე, „პროფესორი ქამრანი“.

თუმცა “თალიბანის” ის წევრები, რომლებიც ქაბულის უნივერსიტეტს მეთვალყურეობენ, სხვანაირად საუბრობენ. ჩვენი ინფორმაციით, მათ ბრძანება აქვთ მიღებული, რომ შენობაში არავინ შეუშვან, განსაკუთრებით კი ჟურნალისტები.

მიუხედავად იმისა, რომ “თალიბანის” თქმით, ქალებს საშუალება ექნებათ სწავლა განაგრძონ, დაჯგუფების მიერ შემუშავებული არაერთი კანონი, როგორიც არის საკლასო ოთახების განცალკევება, სადაც გოგონებს მხოლოდ ქალი მასწავლებლები ასწავლიან, რთული შესასრულებელი იქნება.

არაერთი უნივერსიტეტი აცხადებს, რომ მათ უბრალოდ არ ჰყავთ საკმარისი თანამშრომლები და მოუწევთ ქალებისთვის თქმა, რომ სასწავლებლად აღარ დაბრუნდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend