ემალ აჰმადის არ უნახავს, როგორ შეეჯახა ორი გატაცებული თვითმფრინავი ნიუ-იორკში მდებარე სავაჭრო ცენტრს.
იმ დროს ავღანეთს „თალიბანი“ აკონტროლებდა და ადამიანებს სახლში ტელევიზორის ქონა ეკრძალებოდათ. ტერაქტის შესახებ აჰმადიმ რადიოთი გაიგო.
ამ დღემ მისი ცხოვრება, მრავალი სხვა ავღანელის მსგავსად, რადიკალურად შეცვალა, რადგან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ავღანეთში სამხედრო კამპანია წამოიწყო.
ავღანეთზე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბოლო იერიშის დროს ემალის ოჯახის 10 წევრი დაიღუპა. მათ შორის იყო მისი ორი წლის ქალიშვილი მალაკა.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ძალების მეთაურის განცხადებით, ოპერაცია თვითმკვლელი ტერორისტის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელიც ქაბულის აეროპორტზე თავდასხმას გეგმავდა. თუმცა ემალს ამის არ სჯერა. იგი ამბობს, რომ ამერიკის მხრიდან ავღანეთის სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იერიში დიდი შეცდომა იყო.
11 სექტემბრის ტერაქტმა ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ომი გამოიწვია.
როდესაც ამერიკის ჯარებმა ავღანეთი დატოვეს, კონფლიქტის შედეგად 2 500-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი იყო დაღუპული.
გარდაცვლილ ავღანელთა სავარაუდო რაოდენობა კი 150 000 -ს აღემატება.
სწორედ ეს სტატისტიკა გახდა ამერიკისადმი მტრული იდეოლოგიის გავრცელების საფუძველი. ამერიკაში კი სწორედ ამგვარი განწყობის თავიდან აცილებას ცდილობდნენ.
„ამერიკასა და სხვა ქვეყნებს მინდა ვუთხრა, რომ შეეცადონ არ გაიმეორონ ავღანეთში დაშვებული შეცდომა, მოქალაქეები უნდა დაინდონ. ავღანეთში ოჯახის წევრებს ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. როდესაც ადამიანი მამას, ძმას ან შვილს კარგავს ეს დიდი ტრაგედიაა“, – ამბობს ემალ აჰმადი.
აჰმადმა იცის რომ მას, როგორც ამერიკის ჯარის ყოფილ თარჯიმანს, შურისძიება არ სურს. მას სპეციალურ საიმიგრაციო ვიზაზე განცხადება შეტანილი ჰქონდა და ავღანეთის დატოვებას აპირებდა. ახლა კი მისი ოცნებები თავის საყვარელ ადამიანებთან ერთად გაქრა.