მთავარი ევროპა საბერძნეთი სალონიკში ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი გაიმართა

სალონიკში ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი გაიმართა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა 11 სექტემბერს სალონიკში გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმზე აღნიშნა, რომ საბერძნეთის ეკონომიკა წელს 5.9%-ით გაიზრდება, თუმცა თავდაპირველი შეფასებით, ეკონომიკის 3.6%-იანი ზრდა იყო მოსალოდნელი.

მიცოტაკისმა წარადგინა მთავრობის 2-წლიანი ეკონომიკური გეგმა. მან ასევე გადასახადების შემცირებაზე ისაუბრა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი აღნიშნავს, რომ პანდემია აუცილებლად დასრულდება, თუმცა ამ საფრთხიდან ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაა. მისი თქმით, ეკონომიკა და ქვეყანა აღარ ჩაიკეტება.

ამავე დროს სალონიკში შეტაკებები მოხდა პოლიციასა და ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა შორის, რომელებიც აქციას მართავდნენ პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის დროს. პოლიციამ მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. პროფკავშირების მიერ ორგანიზებული აქციის დროს მთელ ქალაქში 5000-ზე მეტი პოლიციელი იყო მობილიზებული.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend