მთავარი ევროპა გერმანია გერმანიაში კანცლერობის კანდიდატებს შორის სატელევიზო დებატები გაიმართა

გერმანიაში კანცლერობის კანდიდატებს შორის სატელევიზო დებატები გაიმართა

ბუნდესტაგის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე არ ცხრება დავა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გახდება ანგელა მერკელის შემცვლელი. კვირას გამართულ სატელევიზიო დებატებში, ოპონენტის არმინ ლაშეტის თავდასხმების მიუხედავად, უპირატესობა სოციალ-დემოკრატმა ოლაფ შოლცმა მოიპოვა.

კონსერვატორებმა კიდევ ერთხელ მიმართეს სტრატეგიას და გაავრცელეს აზრი, რომ  არსებობს ერთგვარი საფრთხე, რომ შოლცის პარტია შექმნის ალიანსს „მწვანეებთან“ და მემარცხენეებთან.

არმინ ლაშეტს, კანცლერობის კანდიდატს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან“ მიაჩნია, რომ თუ არსებობს შესაძლებლობა, მეორე ადგილზე გასული პარტიაც კი აუცილებლად შექმნის ალიანსს მემარცხენეებთან.

დებატების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა კლიმატის ცვლილება იყო. შოლცი და ლაშეტი ურთიერთბრალდებით გამოვიდნენ. ისინი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხელს არ უწყობდნენ კლიმატის საკითხებს მწვანე ენერგიაში ინვესტიციების არარსებობისა თუ ზედმეტი ბიუროკრატიული ხარჯების გამო.

კანცლერობის კანდიდატი „სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“ ოლაპ შოლცი აღნიშნავს, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წევრების აზრით, არ არის საჭირო უფრო მეტი ელექტროენერგია. ოლაფ შოლცს კი მიაჩნია, რომ თუ ამ გზას გაჰყვებიან, ეს სამუშაო ადგილების დაკარგვას გამოიწვევს. მას სურს, რომ გაიზარდოს ალტერნატიული ენერგიის წყაროების რაოდენობა. ამის შესახებ მათ ჰქონდათ მკაფიო შეთავაზებებიც, რომელთაც, შოლცის თქმით, ლაშეტის მთავრობამ მხარი არ დაუჭირა.

„მწვანეთა პარტიის“ კანდიდატმა ანალენა ბერბოკმა კი ორივე მხარე დაადანაშაულა, რომ ერთმანეთისთვის კი არ უნდა წაეყენებინათ ბრალი, არამედ  რეალური გამოსავალი მოეძებნათ. მან ასევე განაცხადა, რომ გერმანიამ 2030 წლისთვის  საერთოდ უნდა ამოიღოს ხმარებიდან ქვანახშირი.

ანალენა ბერბოკის  შეთავაზებაა, რომ ჩაიდოს 50 მილიარდი ევროს ინვესტიცია მწვანე ენერგიისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაში. მისი თქმით, ეს დროულად თუ არ განხორციელდა, მომავალში უფრო ძვირი დაჯდება, რაც კიდევ უფრო გაართულებს საქმეს.

იმ დროს, როდესაც მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ რეიტინგი ეცემა, კონკურენტებისა კი იზრდება, ლაშეტს მცირე დრო რჩება ვითარების სათავისოდ შემოსაბრუნებლად.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend