ინგლისის პრემიერლიგის მეოთხე ტურში “ლივერპულმა” “ლიდს იუნაიტედი” 3:0 დაამარცხა. ანგარიში მოჰამედ სალაჰმა გახსნა და პრემიერლიგაში მეასე გოლი აღნიშნა.
ეგვიპტელზე სწრაფად ინგლისის ჩემპიონატში 100 გოლი მხოლოდ ალან შირერმა, ჰარი კეინმა, სერხიო აგუერომ და ტიერი ანრიმ გაიტანეს. “ლივერპულისთვის” მეორე გოლი ფაბინიომ გაიტანა, მატჩს კი წერტილი სადიო მანემ დაუსვა.
პრემიერლიგაში “მერსისაიდელები” 10 ქულით მესამე ადგილს იკავებენ და 15 სექტემბერს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მილანის წინააღმდეგ ითამაშებენ.