მთავარი ბრიუსელის ბიურო ბრიუსელში შესაძლოა კოვიდსაშვების სისტემა დაინერგოს

ბრიუსელში შესაძლოა კოვიდსაშვების სისტემა დაინერგოს

ბრიუსელში მომსახურების სფეროში დასაქმებულთათვის ერთადერთი კოვიდშეზღუდვა, რომელიც მოქმედებს, ნიღბის ტარებაა. იმ მიზეზით, რომ ვაქცინაციის ტემპით ბელგიის დედაქალაქი ქვეყნის დანარჩენ რაიონებს ჩამორჩება, მთავრობაში, საფრანგეთის მსგავსად, კოვიდსაშვების დაწესებას ფიქრობენ.  QR კოდის სკანირებით დადასტურდება, რომ ადამიანი აცრილია, გაკეთებული აქვს ტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი – ამ ახალი წესის გათვალისწინება, სავარაუდოდ, რესტორნების მფლობელებსაც მოუწევთ.

UMAMIDOS-ის რესტორნების აღმასრულებელი დირექტორი გაი ქუირინენი არ ეთანხმება კოვიდსაშვების შემოღებას, რადგან, მისი აზრით, ეს ინდუსტრია ისედაც საკმაოდ დაზარალებულია.

მსგავსი  განწყობა აქვთ ბრიუსელის სასტუმროების, რესტორნებისა და ბარების ასოციაციაშიც. თუმცა ამავე დროს წუხილს გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ კოვიდსაშვი მხოლოდ ქვეყნის დედაქალაქში იმოქმედებს და არა მთელ ქვეყანაში.

ასეთი დაწესებულებების წარმომადგენლებს ეშინიათ, რომ კოვიდსაშვის შემოღებით დაკარგავენ მომხმარებლებს. საფრანგეთში, იტალიაში, დანიასა და ირლანდიაში კი, სადაც მსგავსი სისტემა უკვე დანერგილია, საგრძნობლად გაიზარდა ვაქცინირებულთა რაოდენობა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელის ქუჩებში გამოვიდა და მოქალქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა. მომსახურების სექტორი კი კოვიდსაბჭოს გადაწყვეტილებას ელის კოვიდსაშვების დანერგვასთან დაკავშირებით. კოვიდსაშვი, შესაძლოა, 17 სექტემბერს დააწესონ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend