მთავარი ამერიკა აშშ ამერიკის შეერთებული შტატებში სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება

ამერიკის შეერთებული შტატებში სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახალ ბრძანებას აწერს ხელს, რომელიც მილიონობით მოქალაქისთვის ვაქცინაციას სავალდებულოს ხდის. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სავალდებულო იქნება ფედერალური მთავრობის ყველა თანამშრომლისთვის. პრეზიდენტმა შრომის დეპარტამენტს მიმართა, რათა უწყებამ უზრუნველყოს კერძო კომპანიებში დასაქმებული მუშაკების აცრაც. ჯო ბაიდენის განცხადებით, მის მიერ ხელმოწერილი ბრძანება 100 მილიონ ამერიკელს შეეხება.

„მე ხელს ვაწერ ბრძანებას, რომლის თანახმადაც,ფედერალურ მთავრობაში დასაქმებული ყველა პირისთვის აცრა სავალდებულო იქნება. ასევე ხელს ვაწერ მეორე განკარგულებას,რომლის მიხედვითაც, იმ კომპანიების წარმომადგენლებსაც, რომლებიც მთავრობასთან თანამშრომლობენ,მოუწევთ აცრა. შესაბამისად, თუ გსურთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, აცერით თქვენი კომპანიების თანამშრომლები. ასევე დღეს, დავძლიეთ დაბრკოლება, რომელიც ვაქცინაციას ართულებს. შრომის დეპარტამენტი დამსაქმებლებს, რომლებსაც 100 ან მეტი თანამშრომელი ჰყავთ, მოსთხოვს, დასაქმებულს ვაქცინაციისთვის გამოყოფილი დრო აუნაზღაუროს. ანაზღაურებაა რავინ უნდა დაკარგოს ვაქცინაციის ან საყვარელი ადამიანის აცრის გამო. ჩემი ბრძანება ჯამში 100 მილიონ ამერიკელს შეეხება, რაც საერთო დასაქმებულთა რაოდენობის ორი მესამედია“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

Send this to a friend