18 წლის ემა რადუკანუ ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის ფინალშია. ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში ბერძენი მარია საკარი დაამარცხა და გახდა პირველი ჩოგბურთელი ისტორიაში, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობაზე ფინალის საგზური საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოიპოვა.
ემა რადუკანუს მეტოქე ფინალში 19 წლის კანადელი ლეილა ენი ფერნანდესი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში არინა საბალენკას სძლია.
ფინალი 11 სექტემბერს გაიმართება.