მთავარიაზიაავღანეთი"თალიბანის" დროებითი მთავრობა

“თალიბანის” დროებითი მთავრობა

გავრცელდა “თალიბანის” წევრების მიერ ავღანელი ქალების ჯოხებითა და მათრახებით ცემის კადრები.

შემთხვევა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, საპროტესტო აქციის დროს მოხდა.

“თალიბანის” მიერ დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ ქვეყანაში სამთავრებო ნებართვის გარეშე ნებისმიერი საპროტესტო გამოსვლის ორგანიზება და ჩატარება აიკრძალა.

ევრონიუსის საერთაშორისო კორესპონდენტი ანელიზ ბორჯესი “თალიბანის” პრესმდივანს ახალი, დროებითი მთავრობის შესახებ ესაუბრა.

ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდი, თალიბანის პრესმდივანი: დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება ჯერ არ დასრულებულა,ეს პროცესი მალე დასრულდება, ძალაუფლება საერთოა და ამასობაში საკმაოდ ბევრი რეფორმაა გასატარებელი. სამთავრებო ოფისები ცარიელი დაგხვდა, ჩვენ ყველა უწყებაში ჩვენი კადრები გავგზავნეთ.

ანალიზ ბორჯესი: რამდენად შეძლებთ საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნებას თქვენი მთავრობის ინკლუზიურობაში?

ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდი, თალიბანის პრესმდივანი: ყველა პრობლემა მოგვარებულია, მთავარია, რომ უსაფრთხოების საკითხები კონტროლის ქვეშ არის, დანარჩენი ყველა პრობლემა მოგვარდება.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ავღანეთის ახალი მთავრობის შეფასება მათი ქმედებების საფუძველზე მოხდება.

„თალიბანის” წარმომადგენელთა განცხადებების – ახალი მთავრობა ინკლუზიური იქნებოდა, მიუხედავად ამისა, მათ მიერ საზოგადოებისათვის წარდგენილი მთავრობის შემადგენლობა მხოლოდ “თალიბანის” წევრებისა და მათთან დაახლოებული პირებისგან შედგება, მათ მთავრობაში კი ქალები საერთოდ არ არიან. ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს მთავრობა დროებითია, ჩვენ მათ მათი ქმედებების შესაბამისად შევაფასებთ“, – განაცხადა აშშ – ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

ავღანეთში მიმდინარე მოვლენათა ფონზე დასავლეთის სახელმწიფოები ქვეყნიდან საკუთარი მოქალაქეების გაყვანაზე ზრუნავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend