მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის ნახევარფინალშია. სერბმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში მატეო ბერეტინი 3:1 დაამარცხა.
ნახევარფინალში ჯოკოვიჩის მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი, ალექსანდრ ზვერევი იქნება.
მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს დანიილ მედვედევი და ფელიქს-ოჟე ალიასიმი დაუპირისპირდებიან. მატჩები 10 სექტემბერს გაიმართება.
ცნობილია ნახევარფინალისტთა ვინაობა ქალთა თანრიგშიც. ბერძენმა მარია საკარიმ ჩეხი კაროლინა პლიშკოვა 2:0 დაამარცხა და ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
საკარის მეტოქე 18 წლის ემა რადუკანუ იქნება, მეორე ნახევარფინალში კი ლეილა ფერნანდესი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, არინა საბალენკას დაუპირისპირდება. შეხვედრები 10 სექტემბერს შედგება.