საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი სამშობლოში დაბრუნდა.
ქართველი მწვრთნელის ჯანმრთელობა სამხრეთი აფრიკაში კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ კრიტიკულად მძიმე იყო, თუმცა 2-თვიანი მკურნალობის შემდეგ ახალგაზრდა სპეციალისტი გამოჯანმრთელდა.
მაისაშვილთან ერთად საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპა 2-ჯერ მოიგო და შემოდგომის ერთა თასზე მიიღო მონაწილეობა.