19 წლის ლეილა ფერნანდესი ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის ნახევარფინალში ითამაშებს.
კანადელმა ჩოგბურთელმა გამოცდილი ელინა სვიტოლინა 2:1 დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიპოვა დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში თამაშის უფლება.
9 სექტემბერს მისი მეტოქე ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, არინა საბალენკა იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში ბარბორა კრეჩიკოვას სძლია.