2015 წლის 13 ნოემბერს პარიზის საკონცერტო დარბაზში ისლამურმა სახელმწიფომ ტერორისტული თავდასხმა მოაწყო. ISIS-ის თავდასხმის მთავარი სამიზნე „ბატაკლანის“ კლუბი გახდა.
ტერორისტების თავდასხმას 130 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულთა ახლობლები სასამართლო პროცესისთვის ემზადებიან და იმედს არ კარგავენ, რომ სამართლიანობა აღდგება.
სასამართლო პროცესზე, რომელიც ოთხშაბათს იწყება, 20 ბრალდებულის საქმეს განიხილავენ. 14 ბრალდებული სასამართლო პროცესს დაესწრება, ხოლო 6-ს განაჩენს დაუსწრებლად გამოუტანენ.
პარიზში მოქლაქეებმა ინციდენტის ადგილზე გარდაცვლილთა პატივსაცემად ყვავილები მიიტანეს და სანთლები აანთეს.