ულტრამემარჯვენე პარტიის წევრის ფლორიან ფილიპოს ორგანიზებით, საფრანგეთში გასულ უქმეებზე ათასობით ადამიანი დროშებით ქუჩაში გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა კოვიდსაშვების დაწესება გააპროტესტეს. მათ რესტორნებთან და ბარებთან სტვენითა და შეძახილებით ჩაიარეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათთვის კოვიდსაშვები მიუღებელია და ეს მათ თავისუფლებას ზღუდავს.
საპროტესტო აქციები უკვე მრავალი კვირაა ყოველ შაბათს იმართება, თუმცა საფრანგეთის მოქალაქეების უმეტესობა მხარს უჭერს კოვიდშეზღუდვებს. მოსახლეობის 73%-ს ვაქცინის პირველი დოზა აქვს მიღებული, ხოლო 67% სრულადაა აცრილი.
კოვიდსაშვების შემოღების შემდეგ საფრანგეთში იკლო ახალი შემთხვევების რაოდენობამ, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმაც მკვეთრად დაიწია.