ნიდერლანდების გრან-პრი მაქს ვერსტაპენმა მოიგო. საშინაო არენაზე 23 წლის ავტომრბოლელმა პირველობა არავის დაუთმო და საერთო ჩათვლაშიც პირველ ადგილზე გადავიდა.
ნიდერლანდებში მეორე ადგილი ლუის ჰემილტონმა დაიკავა, რომელიც საერთო ჩათვლაში ვერსტაპენს 3 ქულით ჩამორჩება, მესამე ადგილზე კი ჰემილტონის თანაგუნდელი, ვალტერი ბოტასი გავიდა.
ვერსტაპენმა მიმდინარე სეზონში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა, კარიერაში კი ეს მისთვის მეჩვიდმეტე მოგებაა.