არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ ხელისუფლებას წერილით მიმართა და ბავშვების წინაშე ნაკისრი საკონსტიტუციო და კანონიერი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. მშობელთა გაერთიანების წევრები შეშფოთებას გამოხატავენ სკოლამდელი და ზოგადი განათლების სისტემაში დაწესებული შეზღუდვების გამო და იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც ბავშვების იზოლაციას ახლავს