მთავარი აზია ავღანეთი სამშობლოში ჩარჩენილები

სამშობლოში ჩარჩენილები

ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირე სახელმწიფოების მიერ ავღანეთის ტერიტორიის დატოვებისა და ქვეყენაში “თალიბანის” მმართველობის დაწყების ფონზე, ავღანური საზოგადოების ყველა ფენაში სხვადასხვა სიმძიმისა და ტიპის პრობლემები იჩენს თავს.

საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას ავღანეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, ქვეყნის დატოვების მსურველი ჩვეულებრივი ადამიანებიც სთხოვენ, ასობით მათგანი ავღანეთსა და პაკისტანს შორის სახელმწიფო საზღვარზე უკვე დღეებია უშედეგოდ ელის სამშობლოს დატოვების ნებართვას.

ავღანეთისა და პაკისტანის სახელმწიფო საზღვართან მყოფი ბევრი ავღანელი “თალიბანის” მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ შექმნილ პრობლემებზე საუბრობს.

ასობით ავღანელი უშედეგოდ ცდილობს პაკისტანის ტერიტორიაზე გადასვლას. ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ “თალიბანის” მეომრები ქვეყნის დატოვების საშუალებას მხოლოდ გარკვეული დოკუმენტაციის მქონე ადამიანებს აძლევენ.

“ჩვენ “თალიბანმა” ბევრი პრობლემა შეგვექმნა. პაკისტანთან სახელმწიფო საზღვარზე გადასვლის უფლებას “თალიბანის” წარმომადგენლები მხოლოდ გარკვეული სახის დოკუმენტების მქონე ადამიანებს აძლევენ. ბევრი ადამიანს, მათ შორის არასრულწლოვნებს და ქალების, კი უარით ისტუმრებენ. ჩვენ, როგორც ავღანეთის ასევე პაკისტანის მთავრობებს ამ საკითხით დაინტერესებას ვთხოვთ, ვინაიდან ეს ადამიანები ბევრ პრობლემას აწყდებიან, ზოგიერთ მათგანს სასმელი წყალიც კი არ აქვს“, –  ამბობს აბიდ ხანი, ადგილობრივი.

ორი სახელმწიფოს შორის საზღვარზე გაჩერებულია ასობით სატვირთო მანქანაც. საზღვრის კვეთის საშუალებას “თალიბანის” მეომრები არც მათ აძლევენ.

„ასობით სატვირთო მანქანა აქ რამდენიმე დღეა უკვე გაჩერებულია. კიდევ უფრო მეტი მანქანა კი სასაზღვრო სამსახურის ეზოშია. ჩვენ ბევრი პრობლემა დაგვიგროვდა და არ ვიცით რა ვიღონოთ“, –  ამბობს ზუბაირ ხანი, მძღოლი.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირე სახელმწიფოების ჯარებმა ავღანეთი 31 აგვისტოს დატოვეს.

უახლესი

სხვა ამბები

თალიბანითალიბანი

Send this to a friend