მთავარიამერიკააშშქარიშხალ ,,იდას“ 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქარიშხალ ,,იდას“ 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ ,,იდას“ 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქარიშხალმა განსაკუთრებით დააზარალა ნიუ-იორკი, პენსილვანიისა და ნიუ-ჯერსის შტატები.

დატბორილია ქუჩები, სახლები და მეტროსადგურები. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყანაში არსებულ ვითარება შეაფასა  და განაცხადა, რომ  ქარიშხალი „იდა“ და ტყის ხანძრები კლიმატის კრიზისის კიდევ ერთი შეხსენებაა.

“ჩვენ ვხედავთ, როგორი გამანადგურებელი შედეგი მოიტანა სტიქიამ ნიუ-ჯერსსა და პენსილვანიაში, თუმცა ამავე დროს ხალხმა გმირობის მაგალითიც გვაჩვენა. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დღე და ღამე მუშაობს ადამიანების გადასარჩენად. მე განვუცხადე გუბერნატორებს, რომ ჩემი გუნდი საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურ სააგენტოში ადგილზეა და მზად არის უზრუნველყოს ყველა საჭირო დახმარება”, – განაცხადა ჯო აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ლუიზიანის გუბერნატორის განცხადებით “იდა” შესაძლოა 1850-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იყოს ამ შტატში, თუმცა, მისი თქმით, ქვეყანა სათანადოდ არის მომზადებული.

ვითარებას ისიც ართულებს, რომ რეგიონში მატულობს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, საავადმყოფოები გადავსებულია პაციენტებით. არსებობს საფრთხე, რომ ქარიშხლის გამო აშენებული თავშესაფრები შესაძლოა ვირუსის გავრცელების დამატებით კერად გადაიქცეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend