მთავარისპორტიჯორდან ჰენდერსონმა "ლივერპულთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ჯორდან ჰენდერსონმა “ლივერპულთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

“ლივერპულის” კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგძლივა. 31 წლის ინგლისელი ნახევარმცველი “მერსისაიდელთან” რიგებში 2025 წლამდე იასპარეზებს.

ჰენდერსონი “ლივერპულში” 2011 წელს “სანდრელენდიდან” გადავიდა და 2015 წელს, ლეგენდარული სტივენ ჯერარდის წასვლის შემდეგ კაპიტნის სამკლაური მოირგო.

ჰენდერსონმა “ლივერპულთან” ერთად ინგლისის პრემიერლიგა, უეფას ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი და ინგლისის ლიგის თასი მოიგო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend