მთავარიმსოფლიოჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით ვაქცინის პირველი და მეორე დოზა...

ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით ვაქცინის პირველი და მეორე დოზა ყველაზე დაუცველმა ადამიანებმა უნდა მიიღონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები მოუწოდებენ მდიდარი ქვეყნების ლიდერებს, რომ კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზის ადმინისტრირებისგან თავი შეიკავონ, სანამ ღარიბ ქვეყნებში ვაქცინის პირველი დოზების დარიგება არ მოხდება. კრიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ე.წ „ბუსტერ“ დოზა ფუფუნების საგანია. ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით, ერთობლივი მიდგომაა საჭირო.

„პრიორიტეტულია, რომ პირველი და მეორე დოზა მიიღონ ყველაზე დაუცველმა ადამიანებმა. ამის შემდეგ შეგვიძლია ვიზრუნოთ მესამე დოზებზეც. ადამიანებს, რომლებსაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ მესამე დოზაც უნდა გაუკეთდეთ. ჩვენ ორივე ფრონტზე უნდა ვიბრძოლოთ. აუცილებელია, რომ გავუნაწილოთ ვაქცინა იმ ქვეყნებს, სადაც სამედიცინო მუშაკები არ არიან სრულად ვაქცინირებულნი“, – აცხადებს ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე.

ჰანს კლუგემ ასევე ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებასა და ზოგიერთი პროფესიის ადამიანების სავალდებულო აცრაზე ისაუბრა. მისი თქმით, ასევე საჭიროა იმ 12 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. კლუგეს განცხადებით, პანდემია ჯერ არ დასრულებულა და საზოგადოება ყურადღებიანად უნდა იყოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend