მთავარიdraft geoტიერი ანრი ბელგიის ნაკრებში დარჩა

ტიერი ანრი ბელგიის ნაკრებში დარჩა

ლეგენდარული ფორვარდი, ტიერი ანრი სამწვრთნელო კარიერას ბელგიის ნაკრებში გააგრძელებს. 44 წლის სპეციალისტი რობერტო მარტინესის სამწვრთნელო შტაბში 2022 წლამდე იმუშავებს.

ანრი ბელგიის ნაკრების ასისტენტი მწვრთნელის როლს 2016-18 წლებში ასრულებდა, რის შემდეგაც “მონაკოსა” და “მონრეალ იპაქტის” მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

ბელგიის ნაკრები მიმდინარე სანაკრებო შესვენებაზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ესტონეთის, ჩეხეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ გამართავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend