“ბაიერნ მიუნხენმა” მარსელ ზაბიტცერი გაიფორმა. ავსტრიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ “რეკორდმაისტერმა” “ლაიპციგს” 15 მილიონი ევრო გადაუხადა.
ზაბიტცერმა გერმანიის ჩემპიონთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
27 წლის ფეხბურთელმა “ლაიპციგში” 7 წელი გაატარა, ბოლო ორ სეზონში კი იქ “ბაიერნის” ახალ მწვრთნელთან, იულიან ნაგელსმანთან ერთად მუშაობდა. ზაბიტცერი “ბაიერნისთვის” 18-ნომრიანი მაისურით შეუტევს.