მთავარიკუბიშტატ ლუიზიანაში ქარიშხალ „იდას“ მსხვერპლი მოჰყვა

შტატ ლუიზიანაში ქარიშხალ „იდას“ მსხვერპლი მოჰყვა

ქარიშხალმა „იდამ“ ამერიკის შეერთებული შტატების სანაპიროს მიაღწია და შტატ ლუიზიანაში წვიმა და მეწყერი გამოიწვია. ქვეყნის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქარის სიჩქარე 240 კმ/სთ-ს აღწევს, რამაც, შესაძლოა,  კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს.

დაიღუპა ერთი ადამიანი, რომელიც ხის ქვეშ მოყვა.  შტატ ლუიზიანაში მილიონამდე ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ექსპერტები აკვირდებიან დაცვის სისტემას, რომელიც წყალდიდობისგან იცავს ქვეყანას. დაცვის სისტემა გააძლიერეს  2005 წელს, ქარიშხალ კატრინას შემდეგ, რომლის დროსაც 1 800 ადამიანი დაიღუპა.

ლუიზიანის გუბერნატორმა ჯონ ბელ ედვარდსმა აღნიშნა, რომ „იდა“ შესაძლოა 1850-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იყოს ამ შტატში, თუმცა, ქვეყანა სათანადოდ არის მომზადებული.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend