მთავარიმსოფლიოთალიბანი ანკარას ქაბულის აეროპორტის მართვაში დახმარებას სთხოვს

თალიბანი ანკარას ქაბულის აეროპორტის მართვაში დახმარებას სთხოვს

თალიბანი თურქეთის რესპუბლიკას ქაბულის აეროპორტის მართვაში დახმარება სთხოვეს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით ამ საკითხთან დაკავშირებით ანკარაში გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

“თალიბანის წარმომადგენლებმა ჩვენ ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის მართვაში დახმარება გვთხოვეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, – აცხადებს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით თალიბანის წარმომადგენლებთან შეხვედრა 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა, შეხვედრა კი ავღანეთში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში შედგა. თურქ ლიდერს არ უთქვამს თუ როდის გაიმართა შეხვედრა.

“თურქეთის რესპუბლიკის საელჩო ავღანეთში ქაბულის აეროპორტის სამხედრო ნაწილშია გადატანილი, ჩვენი საელჩო საქმიანობას აგრძელებს. თალიბანის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩვენი საელჩოს თანამშრომლების მონაწილეობით გაიმართა და საჭიროების შემთხვევაში შეხვედრა კიდევ შედგება“, – ამბობს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.

თურქმა ლიდერმა განაცხადა, რომ მისი სახელმწიფოს ჯარისკაცების ავღანეთის ტერიტორიიდან გამოყვანის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ასევე დაგმო ქაბულში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend