მთავარიაზიაავღანეთიევაკუაცია გრძელდება

ევაკუაცია გრძელდება

თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმის შემდეგაც, ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტთან თალიბანის შიშით სამშობლოდან წასვლის საკუთარ რიგს ელის.

ავღანური წყაროების თანახმად, გუშინ 26 აგვისტოს მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად 60 ავღანელი დაიჭრა, 143 კი დაშავდა.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენელთა თქმით კი თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მიტანილი შეტევის შედეგად 13 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

ქაბულის აეროპორტთან მყოფ ადამიანებს ტერორისტული თავდასხმის გამეორების ეშინია.

“მერწმუნეთ, აფეთქება ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. ჩვენ ბევრი გასაჭირი გვაქვს და სწორედ ეს გვიბიძგებს, რომ  საფრთხის მიუხედავად აქ ვიდგეთ, ჩვენ შიში დავამარცხეთ“,  – ამბობს ავღანელი ლტოლვილი აჰმადულა ჰერავი.

ქაბულში არსებული ქაოსის ფონზე კი ავსტრალიის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილმა ბოლო სამხედრო თვითმფრინავმა ავღანეთი დატოვა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, პიტერ დუტონის განცხადებით მისი სახელმწიფოს ჯარისკაცების ავღანეთის ტერიტორიაზე დარჩენა საშიშროებას წარმოადგენდა.

“ავსტრალიის მოქალაქეებს რომელნიც ჯერ კიდევ იმყოფებიან ავღანეთის ტერიტორიაზე, ჩვენი მხრიდან ყველა შესაძლო დახმარება გაეწევათ. ნათელია, რომ ჩვენი სამხედროების ავღანეთის ტერიტორიაზე დარჩენა დიდ საშიშროებას წარმოადგენდა. ავღანეთიდან წამოსული სამხედროები ამ მომენტისათვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან და როგორც პრემიერ-მინისტრმა უკვე განაცხადა სამხედროები სამშობლოში მალე დაბრუნდებიან“, – აცხადებს ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი პიტერ დუტონი.

ქაბულში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის მიუხედავად ქაბულის აეროპორტიდან საევაკუაციო ფრენები არ წყდება, 31 აგვისტოს მოკავშირეთა ჯარები ავღანეთს დატოვებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend