მთავარიმსოფლიოვაშინგტონი VS პეკინი

ვაშინგტონი VS პეკინი

ორი სახელმწიფო კორონავირუსის წარმოშობის შესახებ დაპირისპირებულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ მიმდინარე საგამოძიებო კვლევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი გახდა.

კვლევის მიზანია დადგინდეს გავრცელდა თუ არა კორონავირუსი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ვუჰანის ლაბორატორიიდან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ერთობლივად ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად ვირუსის ჩინური ლაბორატორიიდან გავრცელების შესაძლებლობა უკიდურესად მცირეა, შესაბამისად პეკინს სურს, რომ საერთაშორისო გამოძიებამ ვირუსის გავრცელების უკვე სხვა ვერსიები შეისწავლოს.

ჩინური მხარის მონაწილეობით ჩატარებული კვლევის თანახმად კორონავირუსი ადამიანებს ცხოველებისგან გადაედოთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი, დოქტორი მარია ვან კერხოვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მიმდინარე კვლევაზე საუბრობს:

“ჩინელი კოლეგებისგან გავიგეთ, რომ ისინი კვლევას აწარმოებენ. ჩინელ კოლეგებს  კვლევასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის გაზიარება უნდა ვთხოვოთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კუთხით თანამშრომლობა შედგება, როგორც ეს შესაბამის ანგარიშშია ნახსენები. საუბარია იმ კვლევაზე რომელთა ნაწილიც 2019 წლის მონაცემებზეა დაფუძნებული, ამ კვლევებთან დაკავშირებით მე ამომწურავი ინფორმაცია არ მაქვს და იმედია, სრულფასოვან ინფორმაციას მალე მივიღებთ“, – ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, დოქტორი მარია ვან კერხოვე.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კი ამერიკის შეერთებულ შტატებს კორონავირუსის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების მცდელობაში ადანაშაულებს. პეკინში აცხადებენ, რომ ამერიკული მხარე ცდილობს ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით პასუხისმგებლობა პეკინს დააკისროს, ეს კი ჩინური მხარისათვის ყოვლად მიუღებელია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს:

“ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით მიმდინარე კვლევას, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ამავე დროს, ჩვენთვის მიუღებელია პოლიტიკურად მოტივირებული და უსაფუძვლო ბრალდებების მოსმენა. თუკი მათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უსაფუძვლოდ კრიტიკა სურთ შესაბამის პასუხს მიიღებენ“, – აცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ფუ დონგი.

კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბრძანებით ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოების შედეგად შექმნილი ანგარიში კი ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით ამომწურავ პასუხს არ იძლევა.

“მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პრეზიდენტი მოწადინებულია საბოლოოდ გაირკვეს დეტალები კორონავირუსის წარმოშობის შესახებ.  კორონავირუსმა ამერიკის შეერთებული შტატების ასიათასობით მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა“, – აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ პსაკი.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ წარგზავნილი მეცნიერების განცხადებით, სიმართლის დასადგენად ბევრი დრო არ რჩება. კორონავირუსის შედეგად მსოფლიოს მასშტაბით ამ ეტაპზე 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend