მთავარიკუბიჯო ბაიდენს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ საიდუმლო გამოძიების დასკვნა გადაეცა

ჯო ბაიდენს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ საიდუმლო გამოძიების დასკვნა გადაეცა

„არადამაჯერებელი“- ასე შეაფასეს დაზვერვის მიერ ჩატარებული გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებულმა ოფიციალურმა პირებმა

„არადამაჯერებელი“- ასე შეაფასეს დაზვერვის მიერ ჩატარებული გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებულმა ოფიციალურმა პირებმა. ინფორმაციას ამის შესახებ Washington Post-ი ავრცელებს. მათი ცნობით, დაზვერვამ ვერ შეძლო საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება ვერც ვირუსის ბუნებრივი წარმოქმნის ვერსიის დასამტკიცებლად და ვერც იმ თეორიის გასამყარებლად, რომლის მიხედვითაც ვირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა.

Washington Post-ის ერთ-ერთი წყარო აღნიშნავს, რომ დაზვერვა „საკმარისად კარგად არ არის მომზადებული იმისათვის, რომ ეს საკითხი გამოიკვლიოს“, რადგან ვირუსის წარმოშობას, უპირველესყოვლისა, მეცნიერები უნდა იძიებდნენ და არა სპეცსამსახურები.

სავარაუდოდ, გამოძიების ნაწილი რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება.

ჯო ბაიდენმა მაისის ბოლოს განაცხადა, რომ აშშ-ს დაზვერვას ჯერჯერობით არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, რათა დამაჯერებლად ისაუბროს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ. მან სპეცსამსახურებს 90 დღე მისცა სრული ანგარიშის წარსადგენად.

გავრცელდა თუ არა ვირუსი ლაბორატორიიდან? – ამას იკვლევდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც, რომელიც ვირუსის ცხოველიდან ადამიანზე გადატანის ვერსიის მომხრე უფრო მეტად იყო. ვირუსის ხელოვნური წარმოშობის ვერსიას ჯანმომ „ნაკლებად სავარაუდო“ უწოდა. ამასთანავე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ სრულყოფილად არ გადასცა საერთაშორისო სპეციალისტებს საჭირო დოკუმენტები, რომლებიც გამოძიებას შეუწყობდა ხელს.

ჩინეთის მთავრობა ლაბორატორიიდან ვირუსის როგორც შემთხვევით, ასევე მიზანმიმართულად გავრცელების თეორიას კატეგორიულად უარყოფს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:56

დაკარგული ანგელოზები

spot_imgspot_img
Send this to a friend