მთავარიაზიაავღანეთიავღანეთიდან ამ დროისთვის 86 000 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა

ავღანეთიდან ამ დროისთვის 86 000 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა

ბოლო მონაცემებით ავღანეთიდან 86 ათასი ადამიანია გაყვანილი, თუმცა ქაბულის აეროპორტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით მოქალაქე კვლავ გამგზავრებას ელის.

ამასთანავე, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობები საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, ქაბულის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია დატოვონ, რადგან, შესაძლოა, ეს არ იყოს უსაფრთხო. პენტაგონის განცხადებით, ამ დროისთვის ავღანეთიდან გამგზავრებას 10 ათასი ადამიანი  ელოდება.

,,გუშინ ყოველ 39 წუთში ქაბულის აეროპორტს ტოვებდა მგზავრებით სავსე თვითმფრინავი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მისიის შემსრულებელი სამხედროების სიმამაცეზე. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ამჟამად 10 000-ზე მეტი ადამიანი ელოდება ქაბულის აეროპორტიდან გამგზავრებას“, – განაცხადა აშშ-ს რეგიონალურ ოპერაციებში ერთობლივი შტაბის მოადგილემ

ავღანეთიდან მოქალაქეების გაყვანაში ამერიკასთან ერთად ევროპის ქვეყნებიც აქტიურად არიან ჩართულები. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევაკუაციის პროცესს აგრძელებენ, რათა ავღანეთიდან უსაფრთხოდ გამოიყვანონ გერმანიისა და ავღანეთის მოქალაქეები.

,,ჩვენ ვაგრძელებთ ევაკუაციის ოპერაციას, რათა შევძლოთ იმ ავღანელების ქვეყნიდან მშვიდობიანად გამოყვანა, რომლებიც ჩვენთან ერთად უსაფრთხოებისთვის, თავისუფლებისთვის, კანონის უზენაესობისა და განვითარებისთვის მუშაობდნენ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

ავღანეთში სტაბილურობის მიღწევის მნიშვნელობაზე ისაუბრა თურქეთის პრეზიდენტმა  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და აღნიშნა, რომ თალიბანის ბოლოდროინდელ განცხადებებს ჯერჯერობით “ფრთხილი ოპტიმიზმით” აკვირდება.

,,ავღანეთში სამომავლო პროცესს არა თალიბანის სიტყვები, არამედ ქმედება განსაზღვრავს, ამიტომ ,,ფრთხილი ოპტიმიზმით“ ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ  ქაბულში ბანკებმა მუშაობა განაახლეს, თუმცა მოქალაქეებს დიდი თანხის გატანის შესაძლებლობა არ აქვთ.

15 აგვისტოდან ბანკების მუშაობა შეჩერებული იყო, ამიტომ ავღანეთის ქუჩებში, ბანკებთან  მოქალაქეების გრძელი რიგებია.

მოძრაობა “თალიბანის” განკარგულებით, ქვეყნიდან დოლარისა და ანტიკვარული ნივთების გატანაც აიკრძალა. მას შემდეგ, რაც ავღანეთის ხელისუფლებაში დაჯგუფება თალიბანი მოვიდა, ქვეყანაში ქაოსია და ქვეყნის დატოვებას ათასობით ავღანელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend