მთავარიაზიაავღანეთიაფეთქება ქაბულში

აფეთქება ქაბულში

ქაბულის ქუჩებში ქაოსია. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ. ქალაქის მთავარ საავადმყოფოში ამბობენ, რომ ჯერჯერობით 60 პაციენტი მიიღეს.

დღეს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები აფრთხილებდნენ ავღანეთის დედაქალაქის მოსახლეობას შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ და მათ მოუწოდებდნენ არ მისულიყვნენ აეროპორტთან.

პირველი აფეთქება აეროპორტის შესასვლელთან დაახლოებით 6 საათზე მოხდა, მალევე იყო მეორე თავდასხმა ამჯერად ახლოს მდებარე სასტუმროსთან.

მიუხედავად ამისა, ქაბულის საერთაშორისო აეროპორტიდან საევაკუაციო ფრენები არ წყდება. 31 აგივსტომდე 4 დღეა დარჩენილი და აშშ და მოკავშირე სახელმწიფოები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაიყვანონ ქვეყნიდან.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტული თავდასხმები შესაძლოა კიდევ მოხდეს. ჯერჯერობით უცნობია რომელი ორგანიზაცია დგას ქაბულში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის უკან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend