სერენა უილიამსი ამერიკის ღია პირველობას ტრავმის გამო გამოტოვებს. 39 წლის სპორტსმენმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება სამედიცინო გუნდის რჩევების შედეგად მიიღო.
უილიამსს გრანდ სლემის ტურნირი 23-ჯერ აქვს მოგებული და მარგარეტ კორტის რეკორდის გამეორებას ერთი გამარჯვება აშორებს.
უილიამსმა მონაწილეობა ტოკიოს ოლიმპიადაზეც არ მიიღო.