მთავარიაზიაავღანეთიცხოვრება ღაზის სექტორში

ცხოვრება ღაზის სექტორში

ხალდია და ზაკი ნასირების დასახლების, ბეით ჰანუომის ისტორია ბოლო 13 წელია 4 ომს ითვლის.

მათ იხილეს სიკვდილი და ნგრევა, ტრაგედია რომლის დასასრულსაც პირი არ უჩანს.

ბეით ჰანუომის დასახლება ისრაელთან სახელმწიფო საზღვრის ახლოს მდებარეობს. ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ამ მიდამოებზე სამხედრო შეტევა მიწისქვეშ არსებული გვირაბების გამო მიიტანეს.

სამხედრო შეტევისას კი ზუსტი დამიზნების იარაღი გამოიყენეს, რათა მშვიდობიან მოსახლეობაში შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლოდა.

ფაქტია, რომ ისრაელის არმიის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად არც ერთი საცხოვრებელ სახლს პირდაპირი დარტყმა არ მიუღია, მაგრამ აფეთქების შედეგად გამოწვეულმა წნევამ საცხოვრებელ სახლები მაინც დააზიანა.

ადგილზე მყოფი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრთა თქმით, საცხოვრებელი სახლები იმდენად დაზიანდა, რომ საჭიროა მათი დანგრევა.

ნასირების ოჯახის ისტორია ღაზას სექტორის ისტორიაა.

2006 წელს ჰამასის მებრძოლებმა ისრაელელი ჯარისკაცი გაიტაცეს, შედეგად კი ისრაელის არმიამ ჩრდილოეთ ღაზაზე შეტევა მიიტანა.

მალე ადგილობრივ არჩევნებში ჰამასმა გაიმარჯვა, რასაც ისრაელისა და ეგვიპტის მიერ ღაზის სექტორის ბლოკირება მოჰყვა.

2008 წელს ჰამასის მიერ განხორციელებული სარაკეტო შეტევის შემდეგ ისრაელის არმიამ ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანია დაიწყო.

ხალდია ნასირის ქმარი, რომელიც პროდუქტების მოსატანად იყო წასული, დაბომბვაში მოჰყვა და დაიღუპა. ხალდია ნასერი მისი ცხოვრების ტრაგედია იხსენებს:

„პირველ ომში ქმარი დავკარგე, ის ჩემთვის და ჩვენი შვილებისათვის ძვირფასი ადამიანი იყო. შვილების ყოლას 5 წელი ველოდით და როდესაც ეს ოცნება აგვისრულდა სწორედ მაშინ დაიღუპა ჩემი მეუღლე. მეორე ომი როდესაც დაიწყო, სახლი დავკარგეთ“, – ყვება ხალდია ნასირი.

5 წელი ხალდია ნასერი მთავრობისგან მიღებულ ფინანსურ დახმარებას აგროვებდა, შემდეგ კი ამ თანხით საცხოვრებელი სახლი ააშენა.

წელს რამადანის დღესასწაულზე კი დაბომბვის შედეგად ეს სახლი იმდენად დაზიანდა, რომ მასში ცხოვრება საშიშია. ზაკი ნასირი დაბომბვის ღამეზე საუბრობს:

“ღამით უეცრად აფეთქების ხმამ გაგვაღვიძა, გარშემო მხოლოდ ნანგრევები და მტვერი იყო. პირველ რიგში ბავშვების ძებნა დავიწყეთ, შემდეგ კი ერთად საავადმყოფოსკენ გავემართეთ, გზაში კიდევ ერთხელ მოვყევით დაბომბვაში“, – იხსენებს ადგილობრივი ზაკი ნასირი.

2008 წლის შემდეგ კონფლიქტის შედეგად 4 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. კონფლიქტმა ღაზის სექტორს 5 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი ოდენობის ზიანი მიაყენა. 250 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი კი განადგურდა. ნასირების ოჯახი ბეით ჰანუომში ნახევარი საუკუნის წინ დასახლდნენ.

“მე აქ დავიბადე, მამაჩემიც და ჩემი დაც. აქ გავიზარდე და ჩვენი დასახლება სიცოცხლით სავსე იყო. მთელი დასახლება სავსე იყო ხეებით. წყლის ჭა გვქონდა და ჩვენს სახნავ- სათეს მიწებს ამ ჭიდან მოპოვებული წყლით ვრწყავდით. ბოსტნეულის ვზრდიდით, სამუშაო გაგვაჩნდა. ჩვენ ბედნიერნი ვიყავით, ომამდე ყველაფერი შესანიშნავად იყო“, – ამბობს ზაკი ნასირი.

წლების განმავლობაში ნასირების ოჯახი მათ დასახლებასთან ერთად იზრდებოდა, დღეს კი მოსახლეობის საერთო რაოდენობა 60 ათასს აღწევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend