მთავარი ევროპა გაერთიანებული სამეფო ინგლისში გარემოს დამცველები საპროტესტო აქციებს მართავენ

ინგლისში გარემოს დამცველები საპროტესტო აქციებს მართავენ

ინგლისში გარემოს დამცველებმა მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნაა მთავრობამ წიაღისეული საწვავის გამოყენება შეწყვიტოს.

დემონსტრანტები ბანერებით ხელისუფლებას გლობალური დათბობის წინააღმდეგ ზომების მიღებას სთხოვდნენ.

გაეროს  მიერ ჩატარებულმა მთავარმა მეცნიერულმა მიმოხილვამ დაადასტურა, რომ ადამიანური საქმიანობები, მათ შორის, წიაღისეული საწვავის მოხმარება, იწვევს კლიმატის კრიზისს, სიკვდილს, სიცხეს, წყალდიდობასა და ქარიშხალს.

აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ დააკავა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არეულობის გამოწვევის გამო. გარემოსდამცველები უწყვეტ აქციებს გეგმავენ და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend