მთავარიმსოფლიოდიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები ავღანეთის კრიზისზე სასაუბროდ საგანგებოდ შეიკრიბებიან

დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები ავღანეთის კრიზისზე სასაუბროდ საგანგებოდ შეიკრიბებიან

დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერები ავღანეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გამართავენ ვირტუალურ შეხვედრას, რომელსაც ინგლისის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უხელმძღვანელებს.

დიდი შვიდეულის ლიდერები განიხილავენ შესაძლო ეკონომიკურ სანქციებს და ასევე, შეუწყვიტონ თუ არა ავღანეთს დახმარება იმ შემთხვევაში, თუ „თალიბანი“ ადამიანის უფლებებს დაარღვევს და ქვეყანას ბოევიკთა თავშესაფრად აქცევს.

ამასთანავე, შეხვედრაზე იმსჯელებენ, უნდა აღიარონ თუ არა თალიბები ქვეყნის ლიდერებად.

პარალელურად, ავღანეთიდან გაჰყავთ ის მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყანაში დარჩენისას საფრთხე ემუქრებათ.

როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, დროებით სატრანზიტო ქვეყნებში, ამერიკაში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში, შესაძლებელი იქნება, მინიმუმ, 15 000 ადამიანის გადაყვანა.

,,დროებით სატრანზიტო ადგილებში, რომლებიც აშშ-ში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთშია, შესაძლებელია შევიფაროთ, მინიმუმ, 15 000 ადამიანი, რომელთაც ავღანეთში საფრთხე ემუქრებათ“,- განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ნედ პრაისმა.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთისა და ინგლისის ლიდერები, რისკის ჯგუფში მყოფი ავღანელების ევაკუაციას 31 აგვისტოს შემდეგაც უჭერენ მხარს, ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს ,რომ დათქმულ ვადაში მოახდინოს საკუთარი და ავღანელი მოქალქეების ქვეყნის დატოვება.

თალიბანის პრესსპიკერი კი აცხადებს თუკი გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებული შტატების მთავრობები ევაკუაციისთვის დამატებით დროს მოითხოვენ, თალიბანი მათ  არ დასთანხმდება.

ქაბულის აეროპორტში არსებული შეზღუდვების გამო  500 ტონა სამედიცინო ტვირთის, მათ შორის, ქირურგიული აღჭურვილობის, ჩატანა შეფერხდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის თქმით, 18 მილიონზე მეტი ადამიანი დამოკიდებულია ჰუმანიტარულ დახმარებაზე.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ესპანეთი ორ სამხედრო ბაზაზე განათავსებს 4 000-მდე  ავღანელს, რომლებიც აშშ-სთან თანამშრომლობდნენ.

აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ ავღანეთიდან გასვლასთან ერთად თალიბანმა ქვეყანაზე ძალაუფლება მოიპოვა. რასაც  გასულ კვირას თალიბების ქაბულში შესვლას დედაქალაქის აეროპორტში პანიკა და ქაოსი მოჰყვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend