მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთში კოვიდპასპორტების სისტემას კვლავ აპროტესტებენ

საფრანგეთში კოვიდპასპორტების სისტემას კვლავ აპროტესტებენ

ევროკავშირის ქვეყნებში მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი უკვე აცრილია.

ბოლო ერთ კვირაში ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირედით გაიზარდა. ვაქცინაციის შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ დაბალია. ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში კოვიდ პასპორტების სისტემა ამუშავდა, რასაც მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოყვა.

უკვე მეშვიდე კვირაა რაც პარიზის პლას დენფერტ როშეროს მოედანზე ასობით დემონსტრანტი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ შემოღებულ კოვიდ პასპორტების სისტემას აპროტესტებს. ახალი კანონმდებლობის თანახმად, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე მოქალაქეები სხვადასხვა სერვისით სარგებლობას ვერ შეძლებენ.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა კუნძულ მარტინიკზე, რომელიც საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტს წარმოადგენს.

„კუნძულ მარტინიკზე დაძაბული მდგომარეობაა. ჯანდაცვის სისტემა პაციენტების ახალ ნაკადს მეტნაკლებად მართავს. ჩვენ გავზარდეთ სამედიცინო ჯგუფების რაოდენობა. მეტი პაციენტის მისაღებად საავადმყოფოებში დავამატეთ ახალი სივრცეები“, – აცხადებს მარტინიკის ჯანდაცვის სააგენტოს წარმომადგენელი ჯერომ ვიგერი.

რეგულაციები შემსუბუქდა პორტუგალიაში. ქვეყანაში მოსახლეობის 70 პროცენტი აცრილია.

კაფეებსა და რესტორნებს ახლა უკვე მეტი მომხმარებლის მიღების უფლება აქვთ. დაშვებულია ასევე კულტურული ღონისძიებებისა და ქორწილების გამართვა.

აქამდე ქვეყანაში საჯარო ტრანსპორტში ადამიანების შეზღუდული რაოდენობა იყო დაშვებული. 23 აგვისტოდან კი ეს რეგულაციაც მოიხსნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend