მთავარიმსოფლიო„პფაიზერს“ სრული ავტორიზაცია მიენიჭა

„პფაიზერს“ სრული ავტორიზაცია მიენიჭა

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „პფაიზერის“ ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

ადმინისტრაციამ „ფაიზერის“ ორი დოზის 16 წლიდან ასაკის პირებში გამოყენება დაამტკიცა.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განცხადებით, „პფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინა ამიერიდან ბაზარზე Comirnaty-ის სახელწოდებით გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ „პფაიზერი“ პირველი ვაქცინაა, რომელსაც აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ სრული ავტორიზაცია მიანიჭა, აქამდე კი მას, „მოდერნასა“ და „ჯონსონის“ ვაქცინების მსგავსად მხოლოდ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend