განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში – ეს ეპიდემილოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. ჯანდაცვის სპეციალისტები მასწავლებლებსა და სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლებს აცრისკენ მოუწოდებენ. ზოგიერთ სკოლაში კი პედაგოგები თავად გრძნობენ სოციალურ პასუხისმგებლობას და იცრებიან. ერთ-ერთი ასეთი სკოლაა ჩხოროწყუს პირველი საჯარო სკოლა, სადაც მასწავლებელთა 40% უკვე სრულად აიცრა, დანარჩენები კი მეორე დოზას ელოდებიან და სასწავლო წლის დაწყებამდე უკვე სრულად იქნებიან ვაქცინიცრებულნი.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საუბრობს ჩხოროწყუს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ჩიქოვანი