მთავარიკუბიტექნოლოგიური კომპანიების მიერ აკრძალვის მიუხედავად, თალიბანი სოციალურ ქსელის პლატფორმებზე ძლიერდება

ტექნოლოგიური კომპანიების მიერ აკრძალვის მიუხედავად, თალიბანი სოციალურ ქსელის პლატფორმებზე ძლიერდება

ფეისბუკზე, იუთუბსა და ტვიტერზე ასობით ახალი ანგარიში გამოჩნდა, რომლებსაც თალიბანის წევრები ან მისი მხარდამჭერი პირები მართავენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი საქმიანობა ამ პლატფორმებზე იკრძალება.

ფეისბუკზე, იუთუბსა და ტვიტერზე ასობით ახალი ანგარიში გამოჩნდა, რომლებსაც თალიბანის წევრები ან მისი მხარდამჭერი პირები მართავენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი საქმიანობა ამ პლატფორმებზე იკრძალება.

16 აგვისტოს, როდესაც თალიბანმა ქაბულში გამარჯვების შესახებ გამოაცხადა, დაჯგუფების წარმომადგენელმა თავის ოფიციალურ იუთუბარხზე ამასთან დაკავშირებით 5 ვიდეო ატვირთა. ვიდეოები, დაახლოებით, 2-3 წუთს გრძელდება, მათში ჩანს, რომ თალიბანის წევრები ერთმანეთს ქაბულის დაცემას ულოცავენ. „ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, ბოლო 3 დღის განმავლობაში მათ ვიდეოებს სულ ნახევარმა მილიონმა ადამიანმა უყურა.

პლატფორმებზე თალიბანის დაბრუნების გამო ფეისბუკის, ტვიტერისა და იუთუბის ხელმძღვანელები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მაშინ, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წყდება, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდეთ თალიბანთან ან აღიარონ თუ არა ისინი ავღანეთის ლეგიტიმური მმართველებად, კომპანიის წარმომადგენლებს არ აქვთ ერთგვაროვანი და მარტივი პასუხები.

„ნიუ-იორკ თაიმსი“ აღნიშნავს, რომ მათი უშუალო მიმართვის შემდეგ თალიბანის ერთ-ერთი წარმომადგენლის მოჰამედ ნაიმის ანგარიშები ფეისბუკმა და იუთუბმა დაბლოკა. თუმცა მისი ანგარიში, მაგალითად, ტვიტერზე ისევ არის.

სოციალურ ქსელში აქტიურია ასევე თალიბანის სპიკერი ზებულა მოჯაჰიდი, რომელსაც 300 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. მან ანგარიში ჯერ კიდევ 2017 წელს შექმნა.

კომპანიებში არ აკეთებენ განმარტებებს, რატომ მოქმედებდა თალიბანის ანგარიშები ჯერ კიდევ 2017 წლიდან. „ნიუ-იორკ თაიმსის“ კვლევით, 9 აგვისტოს შემდეგ ტვიტერზე და ფეისბუკზე თალიბანის მხარდამჭერი სულ 100 ანგარიში დაემატა.

თალიბები ამჟამად ავღანეთში ცდილობენ იპოვონ პირები, რომლებსაც კავშირი აქვთ დასავლეთთან და იმ სამხედროებთან, რომლებიც სხვადსხვა დროს მისიით იმყოფებოდნენ ავღანეთში.

ფეისბუკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პლატფორმაზე ავღანელი მომხმარებლებს ექნებათ საშუალება წაშალონ თავიანთი ციფრულ კვალი. ამგვარად, თალიბები ვერ მიაგნებენ მათ კავშირებს. ერთ ღილაკზე დაჭერით ფეისბუკი ბლოკავს მომხმარებლის ანგარიშს და ახალ მომხმარებლებს მისი ფოტოების, სტატუსების დანახვის საშუალებას არ აძლევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend