მთავარიგადაცემებიCULTაზერბაიჯანში გაბალას ტრადიციული მუსიკის ფესტივალი ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

აზერბაიჯანში გაბალას ტრადიციული მუსიკის ფესტივალი ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ, აზერბაიჯანის ისტორიულმა ქალაქმა გაბალამ   მუსიკის ტრადიციულ საზაფხულო ფესტივალს ისევ უმასპინძალა.

ეს ფესტივალი აზერბიჯანის კულტურული ცხოვრების კალენდარზე მნიშვნელოვან მოვლენად 2019 წლიდან აღინიშნება. მეთორმეტე ფესტივალი გაბალას მწვანე მთების მყუდრო გარემოში ჰეიდარ ალიევის კონგრესის ცენტრსა და სასტუმრო Riverside Hotel-ში  ჩატარდა.

ფესტივალი, რომელზე დასაწრებადაც მუსიკის მოყვარულები რეგიონის ყოველი კუთხიდან ჩავიდნენ, წელს განსაკუთრებით სასურველი იყო, როგორც მუსიკის შემსრულებლებისთვის, ისე აუდიტორიისთვის, რადგან გასულ წელს ფესტივალი პანდემიის გამო გაუქმდა.

ზარინ ალიევა, მევიოლინე

„ეს ჩვენი პირველი ცოცხალი კონცერტია წელიწადნახევრის განმავლობაში. ეს პერიოდი ყველა მუსიკოსისთვის რთული გამოდგა, რადგან პანდემიის დროს არცერთი ცოცხალი კონცერტი არ ჩატარებულა. ამიტომ მუსკოსების უმეტესობა გადაჩვეულია დაკვრას. მიუხედავად ამისა, ძალა მოვიკრიბეთ, რომ კარგიად შეგვესრულებინა. ძალიან ვისიამოვნე მსმენელის წინაშე რომ გამოვედი და იმედი მაქვს, მაყურებელიც კმაყოფილი დარჩა.“

წლევანდელი ფესტივალი ბაქოს მუსიკალური აკადემიის დაარსებიდან მეასე წლისთავს მიეძღვნა. ფესტივალზე როგორც ახალგაზრდა, ისე  გამოცდილ მუსიკოსებს საშუალება მიეცათ, რომ სცენას დაბრუნებოდნენ და საკუთარი ხელოვნება ცოცხალი მაყურებლისთვის გაეზიარებინათ.

დირიჟორ ჯავად თაგი-ზადესთვის ეს განსაკუთრებული კონცერტი იყო.

ჯავად თაგი-ზადე, დირიჟორი:

„ეს უნებლიე პაუზა, თითქოს რაღაც ოინი იყო, რომელიც პანდემიამ მოგვიწყო. გარკვეულად ყველა ვშფოთავდით. ყველას ძალიან მოგვენატრა მაყურებელი. ძალიან გვაკლდა ცოცხალი კონცერტები, რომელიც ინეტრნეტით კი არ გადაიცემა, არამედ რეალურ სცენაზე გავდივართ და აუდიტორიის სუნთქვა გვესმის, ვგრძნობთ მის განწყობას. ფასდაუდებელია, ისევ ცოცხალი აპლოდისმენტები რომ გვესმის.

აიგუნ ატაევა, მაყურებელი:

„სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდით გაბალას მუსიკის მეთორმეტე ფესტივალზე. საოცარი შთაბეჭდილება დატოვა, როგორც კონცერტმა, ისე კონგრესის დარბაზმა. აქ ყველაფერი საოცარია. შესანიშნავი აკუსტიკაა, მუსკოსებიც არაჩვეულებრივად უკრავენ. უბრალოდ მოხიბლული ვარ.“

ფესტივალის გახსნის საღამოზე აზერბაიჯანული ფოლკლორული მუსიკის ჰანგებმა გაავსო არემარე. ცოცხალმა მუსიკამ კიდევ ერთხელ გააერთიანა მუსიკოსები და მაყურებელი.

ავტორი: ემინ იბრაჰიმოვი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend