მთავარისაქართველოვაქცინაციის პროცესში სამხედროები აქტიურად ჩაერთვნენ

ვაქცინაციის პროცესში სამხედროები აქტიურად ჩაერთვნენ

4 921 ახალი ინფიცირებული, 58 გარდაცვლილი და 26 000-ზე მეტი აცრილი

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის დასადგენად 50 ათასამდე ტესტი ჩატარდა, საიდანაც ვირუსით ინფიცირების 4 921-ი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს რეკორდულად მაღალი, 58 ადამიანი ემსხვერპლა. გასული დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 4 471 ინფიცირებული.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 9,95%-ია. ამ მონაცემების ფონზე საქართველოში კვლავ დაბალია ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი. ბოლო 24 საათში 26 363 აიცრა, თუმცა მთლიანობაში სრულად აცრილთა რიცხვი კვლავ მცირეა.

ეპიდემიოლოგები საველე ჰოსპიტლების ამუშავებაზე ამახვილებენ ყურადღებას. ვაქცინაციის პროცესის ტემპის დაჩქარებას კი აუცილებელ ფაქტორად მიიჩნევენ.

ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ სამხედროები. ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ახლად გარემონტებულ ლაზარეთში ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა. ასევე, ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გორსა და ქუთაისში მდებარე თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და სამედიცინო ცენტრში.

სამხედროების ვაქცინაციის პარალელურად, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში აქტიურად მონაწილეობენ.

სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები კასპის სოფლების შემდეგ მცხეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო – სამედიცინო ჯგუფები, ვაქცინაციის პროცესს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend