მთავარიაზიაავღანეთიქაოსი ავღანეთში

ქაოსი ავღანეთში

თალიბანის მეომრებისგან თავის დაღწევის მიზნით ქაბულის აეროპორტის გარშემო ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. მათ თალიბანის ჯარისკაცები დოკუმენტებს უმოწმებენ, სანამ აეროპორტის იმ ნაწილში შეუშვებენ, რომელსაც ბრიტანელი სამხედროები აკონტროლებენ.

აეროპორტის მიდამოებში შეკრებილი ავღანელების უმრავლესობას არავითარი დოკუმენტი არ აქვს.

როგორც კი თალიბანის წევრები აეროპორტის ჭიშკრებს გააღებენ, ადამიანების ტალღა აეროპორტში შეღწევას ლამობს, თალიბანის მეომრები კი მათ შესაკავებლად ჰაერში ისვრიან.

ფატიმა ერთ-ერთი მათგანია ვინც სამშობლოდან გაქცევას ცდილობს.

„ჩვენ არ გყვავს ძმები, არ გვყავს მამა და ჩვენთვის აქ ცხოვრება რთულია. ჩვენ ჰერათიდან ვართ და ქაბულში ჩვენი სიცოცხლის გადარჩენისთვის ჩამოვედით. ჩემი ბიძა თალიბანის წევრია და ის დაქორწინებას მაიძულებდა, მე ექიმი ვარ განათლებით, ჩემი და კი ქალთა უფლებებს იცავს, დედაჩემი მასწავლებელია. თალიბანი დედაჩემს საკუთარი პროფესიით მუშაობის საშუალებას არ აძლევს და ის ახლა უმუშევარია“, – ამბობს დევნილი ფატიმა.

თალიბანის წევრები ცდილობენ, თავიანთი ორგანიზაცია პოზიტიურად წარმოაჩინონ, მაგრამ ბევრი ავღანელი ამას ეჭვის თვალით უყურებს.

უფროს თაობას კარგად ახსოვს თალიბანის პირველი მმართველობის წლები, თალიბანის მიერ აკრძალული ტელევიზია და მუსიკა, ქალების სახლებში გამოკეტვა და ადამიანების სიკვდილით საჯაროდ დასჯა.

ავღანელთა ნაწილი მეზობელ პაკისტანში ცდილობს გაქცევას, ორ სახელმწიფოს შორის საზღვარზე მთავარი გამშვები პუნქტები ამ ეტაპზე ღიაა.

„ავღანეთიდან პაკისტანში უამრავი ადამიანი მიდის, მათ უმრავლესობას პაკისტანში მცხოვრებ ნათესავებთან ჩასვლა სურს. ამ მომენტისათვის საზღვრის კვეთის მსურველთა რაოდენობა გაორმაგებულია“, – ყვება ტაქსის მძღოლი ხან ვაფა.

ამ მომენტისათვის ავღანეთში 15 ათასამდე ამერიკელი რჩება. ქაბულის აეროპორტში არსებული ქაოსის ამსახველი კადრების გავრცელების ფონზე, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კრიტის ქარცეცხლში მოექცა.

ამერიკის შეერთებული შტატების 46 – ე პრეზიდენტის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ მძიმე მოვლენების თავიდან ასაცილებლად ვერაფერს იღონებდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend