მთავარი ევროპა ვატიკანი რომის პაპი ფრანცისკე - აცრა არის ერთგვარი აქტი სიყვარულისა

რომის პაპი ფრანცისკე – აცრა არის ერთგვარი აქტი სიყვარულისა

რომის პაპი ფრანცისკე უერთდება ვაქცინაციის კამპანიას და მსოფლიოს მოსახლეობას ვიდეო გამოსვლით მიმართავს.

შეტყობინებაში კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების უსაფრთხოებაზე საუბრობს და საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს.

“ღვთის წყალობით და მრავალი ადამიანის შრომით, ჩვენ ახლა გვაქვს ვაქცინები, რომლებიც დაგვიცავს COVID 19- ისგან.  ეს არის იმედ, რომ დასრულდება პანდემია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ჩვენ, ყველამ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ეს ვაქცინები დადასტურებულია კომპეტენტური ხალხის მიერ და არ გვაქვს უფლება არ ვენდოთ. აცრა, არამხოლოდ თავდაცვაა, არამედ ეს არის ერთგვარი აქტი, სიყვარულის აქტი საკუთარი თავის, ახლობლების და ყველა ადამიანის მიმართ. ვაქცინაცია არის მარტივი, მაგრამ მას კიდევ უფრო ღრმა დატვირთვა აქვს. ეს არის გზა საერთო სიკეთის პოპულარიზაციისა და ერთმანეთზე ზრუნვისთვის, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველებისთვის. უფალს ვევედრები, რომ ყველამ შეიტანოს თავისი პატარა წვლილი ამ საქმეში. ღმერთმა დაგლოცოთ, და მადლობა”, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

 

უახლესი

სხვა ამბები

რომის პაპირომის პაპი

Send this to a friend