მთავარიევროპაუნგრეთიბოლო ორი წელია ველენსის ტბის წყლის დონე ნორმაზე 2-ჯერ დაბალია

ბოლო ორი წელია ველენსის ტბის წყლის დონე ნორმაზე 2-ჯერ დაბალია

კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული საკითხები აქტუალურია მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის, რომლებშიც ცხადად ჩანს მისგან გამოწვეული პრობლემები. როგორც გარემოს დამცველი ორგანიზაიციის აქტივისტები აცხადებენ, უნგრეთში სიდიდით მესამე ბუნებრივი ტბა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. ველენსის ტბაზე წყლის დონე საგანგაშოდ არის დაწეული, რასაც ექსპერტები კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

ცენტრალურ უნგრეთში მდებარე წყალმცირე და მტკნარი წყლის ველენსის ტბაში ასობით სახეობის ფრინველი და ათეულობით სხვადასხვა სახეობის თევზი ბინადრობს. ზაფხულის ცხელ დღეებში კი ტბას უამრავი ტურისტიც სტუმრობს. ბოლო დროს, მას შემდეგ, რაც უკიდურესი სიცხის გამო წყლის დონემ დაიწია, საგრძნობლად იკლო როგორც ტბის ბინადართა, ასევე მის მნახველთა რიცხვმა.  გარემოს დამცველები აცხადებენ, რომ უნგრეთში სიდიდით მესამე ბუნებრივი ტბა ეკონომიკური და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა.

ორგანიზაცია „მოქალაქეები ველენსის ტბისთვის“ დამფუძნებელი პეტერ ვასი აცხადებს, რომ, ჩვეულებრივ, წყლის დონე აქ 170 – 180 სანტიმეტრია, მაგრამ გუშინ, ბოლო შემოწმებისას, მხოლოდ 78 სანტიმეტრი იყო.

გასულ წლამდე, სანამ წყლის დონე ერთ მეტრს აღწევდა, ტბის ერთ-ერთი ახლა უკვე ტალახიანი მონაკვეთი დაფარული იყო წყლითა და წყალმცენარეებით. ჩვეულებრივ, ტბა 2 რეზერვუარიდან ივსება, თუმცა ერთი ახლა მწყობრიდანაა გამოსული, მეორე კი თევზსაშენად გამოიყენება.

ტბის დასავლეთ ნაწილში ჭაობები მთლიანად დაშრა და აქ მობინადრე უამრავი ფრინველიც გადაშენდა.

ადგილობრივი პედაგოგის, გიტა პაპის, განცხადებით,  ეს ადგილი სავსე იყო ფრინველებით. მათი გუნდების დანახვა მანქანიდანაც კი იყო შესაძლებელი. ახლა კი ჩნდება კითხვა, სად წავიდნენ ეს ფრინველები?!

იმ დროს, როდესაც მხოლოდ მშრალი და ცხელი ამინდებია მოსალოდნელი, საშველი არსად ჩანს. მხოლოდ პოლიტიკურ ნებას შეუძლია ველენსის ტბის ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend