მთავარიევროპათურქეთითურქეთში წყალდიდობას 57 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თურქეთში წყალდიდობას 57 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57 -მდე გაიზარდა, ამის შესახებ განცხადება თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სამსახურმა გაავრცელა. ქასთამონუს, სინოპისა და ბართინის პროვინციები თურქეთის პეზიდენტმა  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტიქიის ზონებად გამოაცხადა. წყალდიდობამ დაანგრია სახლები, წაიღო ხიდები და მანქანები, ჩაკეტა გზები.

თურქეთის მოქალაქეები სოციალურ მედიაში ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ასობით ადამიანია დაკარგული.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში ძლიერ წყალდიდობას კატასტროფა უწოდა.

თურქეთის შავი ზღვის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ოთხშაბათიდან ებრძვიან. ასობით სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ამავდროულად, დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ ბართინის პროვინციაში. დაზარალებული რაიონებიდან ვერტმფრენებისა და ნავების საშუალებით 1 700-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხო ადგილას უკვე  გადაიყვანეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend